კრისტიანო რონალდო (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro [kɾiʃˈtiɐnu ʁuˈnaɫðu] ) (დ. 1985 წლის 5 თებერვალს)პორტუგალიელი ფეხბურთელია, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში ასპარეზობს. რონალდო ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007-08 წ.წ სეზონში რონალდომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელესპრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.
იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: "რონალდო უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი."კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო დაიბადა მარია დოლორეს დოს სანტოს ავეიროსა და ხოსე დინის ავეიროს ოჯახში. მისი მეტსახელი "რონალდო", უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრისტიანოს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები, - ელმა და ლილიანა კატია.ბავშვობაში რონალდოს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრისტიანო ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, - ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.
ტიტულები [რედაქტირება]
- პრემიერლიგა
- გამარჯვებული (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
- მეორე ადგილი (1): 2005-06
- ინგლისის ასოციაციის თასი
- გამარჯვებული (1): 2003-04
- მეორე ადგილი (2): 2004-05, 2006-07
- ინგლისის ლიგის თასი
- გამარჯვებული (1): 2005-06
- ინგლისის სუპერთასი
- გამარჯვებული (1): 2007
- ჩემპიონთა ლიგა
- გამარჯვებული (1): 2007-08
კრისტიანო რონალდო | ||
პირადი მონაცემები | ||
---|---|---|
სრული სახელი | კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო | |
დაბ. თარიღი | 5 თებერვალი, 1985 | |
დაბ. ადგილი | ფუნშალი, პორტუგალია | |
სიმაღლე | 185 სმ. | |
პოზიცია | გარემარბი | |
საკლუბო ინფორმაცია | ||
ამჟ. კლუბი | რეალი | |
ნომერი | 9 | |
ახალგაზრდობის კლუბები | ||
1993–1995 1995–1997 1997–2001 | ანდორინია ნასიონალი სპორტინგი | |
პროფესიული კლუბები1 | ||
წლები | კლუბი | მტჩ (გლ)* |
2001–2003 2003–2009 2009– | სპორტინგი მანჩესტერ იუნაიტედი რეალი | 25 (3) 196 (84) |
ეროვნული ნაკრები2 | ||
2003– | პორტუგალია | 64 (22) |
|
Комментариев нет:
Отправить комментарий