Поиск по этому блогу
вторник, 27 июля 2010 г.
Blue Crush -
დედამიწის ერთერთ ულამაზეს კუხეში ჰავაის კუნძულებზე სანაპიროზე პატარა სახლში ცხოვრობს სამი დაქალი ენი, ედენი და ლინა. ენი თან თავის უმცროს დის პენის აღზრდითაა დაკავებული, რომელიც მას დედამ დაუტოვა,თვითონ კი ლას-ვეგასში წავიდა. დღისით გოგონები მოსამსახურეებად მუშაობენ ერთერთ მდიდრულ სასტუმროში, მთელ თავისუფალ დროს კი სერფინგს უთმობენ. ტალოღების დამორჩიელებისას, ისინი სრიალებენ ოკეანეს ზედაპირზე თავისი ფიცრებით, მაგრამ ენის ეს არ ყოფნის. ის აპირებს ადრენალიუნის კიდევ უფრო დიდი პორცია მიიღოს და სერფინგისტების შეჯიბრზე მიიღოს მონაწილეობა. ყველაფერი კარგად მიდის, სანამ არ გაჩნდება მეტ ტოლმანი - ბიჭი, რომელიც ჩემპიონის ტიტულს უმიზნებს. კარგია ეს თუ არა, მაგრამ ენი "წონასწორობას კარგავს და მეტი უყვარდება.....
воскресенье, 25 июля 2010 г.
пятница, 23 июля 2010 г.
London
ლონდონი (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოსდედაქალაქი. მდებარეობს მდინარე თემზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ეს არის ბრიტანეთის ყველაზე დიდი და დასახლებული არეა _ მთავარი დასახლება 2 ათასწლეულის განმავლობაში, მისი ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსების დროს. ლონდონის გული არის სიტი, სადაც ბევრი რამ გვახსენებს შუა საუკუნეებს. სულ მცირე მე-19 საუკუნიდან ლონდონი ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებასაც. ქალაქში ცხოვრობს 7.385.575 ადამიანი, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში, აგლომერაციაში კი - 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი). 1965 წლის 1 აპრილს დაარსებულ იქნა "დიდი ლონდონი". ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე,მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონში არის ევროპის 500 უდიდესი კომპანიიდან 100 სათავო ოფისი. ლონდონმა უკვე ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს კი ამას მესამედ მოახდენს.მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდისინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი. ლონდონში 300 ენაზე მეტს ლაპარაკობენ .The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.
вторник, 20 июля 2010 г.
Jessica Alba style
ჯესიკა ალბა დაიბადა 1981 წლის 28 აპრილს ქალაქ პომონაში, კალიფორნიის შტატი, აშშ კეტრინი და მარკ ალბას ოჯახში. ჯესიკის დედას აქვს ინდური და ფრანგული სისხლი, მამა კი მექსიკელია. ჯესიკას უმცროსი ძმა ყავს ჯოშუა. მისი მამის კარიერა სამხედრო–საჰაერო ძალებში აიძლებდა ოჯახს ბილოქსიში, მისისიპიში და დელ რიოში, ტეხასში ცხოვრებას, სანამ კალიფორნიაში უკან დაბრუნდებოდნენ. ჯესიკას ბავშვობა აღნიშნული იყო უამრავი ავადმყოფობით: მან ორჯერ გადაიტანა ფილტვების ანთება, პნევმონია 4–5 ჯერ წელიწადში. ამან ჯესიკა სხვა ბავშვებისგან გამოყო სკოლაში, რადგან ის საავადმყოფოში იმდენად ხშირად ხვდებოდა, რომ არავინ იცნობდა მას ნორმალურად იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ. ასევე გოგონას აკვიატებული მდგომარეობების სინდრომი ჰქონდა. მისი ჯამრთელობა გაუმჯობესდა, როდესაც ოჯახი კალიფორნაში გადავიდა. 16 წლის ასაკში მან დაამთავრა სკოლა და ის მიიღეს თეატრალურ სტუდიაში «Atlantic Theater Company». ალბა სამსახიობო საქმიანობით დაინტერესებული იყო ხუთი წლის ასაკიდან. 12 წლის ასაკში ის პირველად ეწვია თავის პირველ მეცადინეობას სამსახიობო ხეოვნებაში, და უკვე ცხრა თვეში ხელი მოაწერა კონტრაქტს მის აგენტთან. ის პირველად გაჩნდა ეკრანზე ფილმში 'დაკარგული ბანაკი'(1994). თავიდან ის დაიქირავეს ორი კვირით, მაგრამ მისი როლი ორ თვიან სამუშაოთ იქცა. ალბამ ორ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა Nintendo და J. C. Penney–ის, ასევე რამოდენიმე დამოუკიდებელ ფილმში ითამაშა. ჯესიკა ფართო პუბლიკისთვის ცნობილი გახდა 1994 წელს ტელეარხის Nickelodeon კომედიური სერიალში 'ალექს მაკის საიდუმლო სამყაროში' შესრულებული როლის შემდეგ. მაშინ მან მაიას როლიც შეასრულა სერიალის 'ფლიპერის' პირველ ორ სეზონში. 1998 წელს ის მელისა ხაუერის როლში გამოჩნდა კრიმინალური დრამის 'სამხრეთი ბრუკლინის' პირველი სეზონშო, ასევე ლიენის როლში სერიალის 'ბევერლი–ხილზ 90210' ორ ეპიზოდში და ლეილას როლში 'სიყვარულის ნავის' ეპიზოდში. 1999 წელს ის რენდი კუეიდის კომედიაში გამოჩნდა 'პანკები'. იმის შემდეგ, რაც ჯესიკამ საშუალო სკოლა დაასრულა, ის სამსახიობო ხელოვნებას სწავლობდა უილიამ მეისის და მისი ცოლის ფელიციტი ხაფმანის თეატრალურ სტუდიაში «Atlantic Theater Company», რომელიც მეისიმ დააფუძნა რეჟისორთან და სცენარისტთად დევიდ მამეტთან ერთად. მსახიობისთვის ჰოლივუდში დებიუტი იყო რომანტიკული კომედია 'Never Been Kissed', ასევე ხორორ–კომედია 'მკვლელი–ხელი'(1999). მისი პირველი ნაბიჭი წარმატებასთან გახდა ჯეიმს კამერონის კასტინგი, რომელმაც ის 1.200 სხვა პრეტედენტის შორის ამოარჩია გენეტიკურად შექმნილი სუპერჯარისკაცის როლზე მაქს გევარაზე ტელესერიალში 'ბნელი ანგელოზი'. 'ბნელ ანგელოზისთვის' მომზადებისას, ჯესიკა ყოველდღე სამი საათის განმავლობაში სწვლობდა სიახლეებს, შიმშილობა დაიწყო და ძალიან გახდა. ის აღიარებს, რომ იმ მომენტში მას, შესაძლოა, კვების რეჟიმთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ჯესიკას ყველაზე ცნობილი როლებია – 'Honey ... Honey Daniels', ეკზოტიკური სტრიპტიზიორი ნენსი კალახანი 'Sin City ... Nancy Callahan' და სიუ შტორმის კომიქსის ეკრანიზაციაში დანტასტიურ ოთხეულზე და მის გაგძელებაში. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღ ფილმებში 'Into the Blue' და 'Good Luck Chuck'. 2006 წელს ჯესიკა MTV Movie Awards დაჯილდოვების ცერიმონიის წამყვანი იყო და პატარა პაროდიებში ითამაშა ფილმებზე 'კინგ–კონგი', 'მისია შეუსრულებელია3' და 'დავინჩის კოდი'. 2008 წელს ჯესიკა საშინელებათა ფილმში 'თვალი' გამოჩნდა, ორიგინალური ჰონკონგის საშინელებათა ფილმის რემეიქში, ასევე ფილმში 'ნარკოზი'. 2008 წლის ივნისში გამოვიდა ახალი ფილმი მისი მონაწილეობით – 'გურუ'
Подписаться на:
Сообщения (Atom)